მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს “ოცნებამ” კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ - ბადრი ჯაფარიძე

ლელო

ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ოცნებამ“ მისი მმართველობის დასრულებისკენ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ასე აფასებს პოლიტიკოსი პარლამენტის მიერ „რუსული კანონის“ საბოლოოდ მიღებას.

„დღეს “ოცნებამ” კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ და ისტორიაში მისი როგორც პოლიტიკური ძალის ქართველ ბოლშევიკებთან ერთად ადგილის მყარად დამკვიდრებისკენ.

ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ და სულ რაღაც 5 თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას !“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები