დღეს, პარლამენტში ირაკლი კობახიძე წლიური ანგარიშით წარდგება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე კვირა პარლამენტის საგაზაფხულო ბოლო სასესიო კვირა იყო და პლენარული სხდომები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ჩატარდა. კანონმდებლებმა კანონები დაჩქარებული წესით მიიღეს.
პარალელურად კი 23 ივნისს სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს. 24 ივნისს გენერალური პროკურორის ანგარიშს, ხოლო 25 ივნისს ანგარიშით გენერალური აუდიტორი წარდგა.




























