დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფში“ ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელი და დარგის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, "თეთრი სიის" საკითხსაც განიხილავენ.
აღსანიშნია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძესთან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს 15 სექტემბერს შეხვდნენ. შეხვედრაზე ერთ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. "თეთრი სიის" გაუქმება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს საკითხი „მავნე პრაქტიკას უკავშირდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს“.
„სამწუხაროდ, "თეთრი სიიდან" გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა მან.




























