მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს რუსები საქართველოში კონტროლს აძლიერებენ" - ჟიგიმანტას პავილიონისი

ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში მიმდინარე მოვლენებსა და თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.

ლიეტუველი დეპუტატი X-ზე წერს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები პუტინს ემსახურებიან და საქართველოს ოკუპირებას უწყობენ ხელს.

"ქართული ოცნების ლიდერები ქართველები არ არიან - ისინი არიან რუსები და პუტინს ემსახურებიან. 2008 წელს რუსეთმა საქართველო მთლიანად არ აიღო - ეს "რუსულმა ოცნებამ" თბილისის აღებით გააკეთა. დღეს რუსები საქართველოში კონტროლს აძლიერებენ და ქვეყანას ჯერ ბელარუსად, შემდეგ კი რუსეთად აქცევენ", - წერს პავილიონისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები