მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს რუსეთის ბაზრის წილი 91%-ია, რამდენიმე წელიწადში 50%-მდე შემცირება კარგი შედეგი იქნება - ეკა ვეფხვაძე

აგრითაჩი

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 28 მილიონ დოლარამდე ღირებულების 5 ათას ტონამდე მოცვი გაიყიდა. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. 2023 წლის 12 თვეში ექსპორტზე 21 მილიონი დოლარის 3.5 ათას ტონამდე მოცვი გაიყიდა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი, 4 ათას ტონაზე მეტი, მეზობელ რუსეთში გაიყიდა, მას მოსდევს გერმანია, სომხეთი, პოლონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნიდერლანდები, თურქეთი, საუდის არაბეთი, კატარი, ბელარუსი, ინდოეთი, ქუვეითი და ბაჰრეინი.

BMG-ი გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელს, ეკა ვეფხვაძეს ჰკითხა, თუ რატომ არის დამოკიდებული სექტორი რუსულ ბაზარზე და როგორ უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიცირება.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი ბაზრების წილი რამდენიმე წელიწადში რუსეთს და სხვა ქვეყნებს შორის 50/50-ზე იქნება.

„ძალიან კარგია, რომ 4.5 ათასი ტონიდან 500 ტონა უკვე ევროკავშირში გაიგზავნა. ანუ, ჩვენი წარმოების დაახლოებით 9% სხვა ბაზრებზე გავიდა. ვფიქრობ, კარგი მაჩვენებელია, იმედის მომცემი, რომ ხდება ჩვენთვის მისაღები ბაზრების ათვისება.

მე მგონია, რომ გამომდინარე ჩვენი ისტორიული წარსულიდან, ითვლებოდა, რომ ნებისმიერი პროდუქტი უნდა გაყიდულიყო ჩრდილოეთში. ისტორიული მეხსიერებაც ასეთია. მით უმეტეს ლურჯი მოცვი, რომელიც აბსოლუტურად ახალი კულტურაა საქართველოში. აქ ინფორმაციის გავრცელების პრობლემაც არის. სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის ლურჯი მოცვის ძირითადმა მომხმარებლებმა არ იციან, რომ საქართველო ამ კულტურის მწარმოებელია.

ახლა, დიდი დრო არ არის და სხვადასხვა ქვეყნებს ვაწვდით პროდუქტს, მოთხოვნა იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ იციან, გაიგეს, რომ ჩვენ ვაწარმოებთ. მანამდე ამ ხალხს ინფორმაციაც არ ჰქონდა. ინფორმაციაც არ ჰქონდათ, რომ ჩვენ ვართ ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთ-ერთი ქვეყანა. თუნდაც ევროკავშირში ამ რაოდენობით გასული ლურჯი მოცვი ნიშნავს ცნობადობის ამაღლებას, რომ საქართველოს არც ერთ ქვეყანაზე ნაკლები ლურჯი მოცვის მიწოდება არ შეგვიძლია“, - განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები