მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საარჩევნო ბიულეტენი ყველაზე ძვირფასი და ძლიერი იარაღია ქვეყნის გადასარჩენად - თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

"ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აირჩევს ევროპულ მომავალს მათი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად უმოკლეს ვადებში შეიყვანს", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები.

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელთ უპყრია ქვეყნის გადარჩენის გასაღები. დღეს საარჩევნო ბიულეტენი არის ყველაზე ძვირფასი და ძლიერი იარაღი ქვეყნის გადასარჩენად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის გადარჩენის შანსს და გასაღებს საარჩევნო ბიულეტენის სახით ყველა გამოიყენებს და აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები