14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ეს თარიღი უკვე მეთორმეტედ აღინიშნება.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო მიმართვას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიმბოლურად აღიმართება საქართველოს დროშა.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გამოცხადდა.