დღეს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" HR hub–ის ორგანიზებით, Job Fest – დასაქმების ფესტივალი ჩატარდება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი 16:45-19:00 საათის შუალედში გაგრძელდება. დღის განრიგი ასეთია:
- 16:45 სანდრო ჯეჯელავა - Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: მომავალი სამსახურები, პოზიციები და უნარები 2025
- 17:30 პაატა პაპავა - თიმბოუთის მმართველი პარტნიორი და ქეთევან გოგუაძე სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი) ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის მენეჯერი
თემა: როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის
- 17:00 -19:00 გასაუბრებები.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.