მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი მინიმუმ 30-ჯერ არის გაზრდილი... ეს ხდება, მათ შორის, გაზრდილი მოსმენების ხარჯზე" - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

"დღეს სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი მინიმუმ 30-ჯერ არის გაზრდილი. თუ შედიოდა 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3 000-ზე მეტი", - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვაზე - თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე ხდება და ასეა? - მდინარაძემ დადებითი პასუხი გასცა.

„მათ შორის [გაზრდილი მოსმენების ხარჯზე]. რა ეგონათ, დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები (ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია), სამაგიეროდ ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ.

არის უამრავი ლეგიტიმური საშუალება, მატერიალურ-ტექნიკურიდან დაწყებული, ადამიანური რესურსით გაგრძელებული, რომლებიც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფენ. ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის მმართველობის პერიოდში, რადგან ეს მიმდინარე მზარდი დინამიკაა, გეკა არაფერს დააკლებს, თუ არ მოუმატებს და ინფორმაცია ნიშნავს მეტ პოზიტიურ კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეტ გარანტიას ამ სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები