ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, არიზონას შტატის უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშინს ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო კონფერენცია წელს 2-3 სექტემბერს ჩატარდება. კონფერენციაში, სახელწოდებით "2024: A Pivotal Year" მონაწილეობას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები მიიღებენ.
ორდღიანი კონფერენცია სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში 10:00 საათზე გაიხსნება.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე შედგება ფორუმი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორებიცაა: გლობალური უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და მიმდინარე პოლიტიკური ძვრებისა და მოვლენების ფონზე დემოკრატიის მომავალი. კონფერენცია საქართველოსა და აშშ-ში წელს დაგეგმილ კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებსაც შეეხება. შეხვედრაზე ასევე განიხილება გამოწვევები, რომლების დაძლევაც თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს პუტინის რეჟიმის დასაძლევად მოუწევთ.
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2015 წლიდან უკვე მერვედ იმართება და ერთ სივრცეში საერთაშორისო და რეგიონულ ექსპერტებს აერთიანებს. კონფერენციის მიზანი წელს საქართველოს ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის შენარჩუნება და დემოკრატიული პროგრესისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფების გზაზე დარჩენაა.