თბილისში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, გუდარეხის, მახარაშვილის, სერგო წულაძის, ჩერქეზიშვილის, ბაქარაშვილის, მეველეს, ვირსალაძის, დოდაშვილის, სოლომონ მეორის, მამუკინის, დიდგორის, აბუსერიძე-ტბელის, აბრამიშვილის, შალვა დოლიძის, ბალადანის, მანავის, ჩოხელის, თეთრიწყაროს და ლერწმის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იონა ვაკელის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ქართველიშვილის, ოთარ ჭილაძის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

























