მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოძრავებს

ავტობუსი

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

მარშრუტები დაიგეგმა შემდეგი მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

"აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები