მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისში, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ელექტრომომარაგება
17.10.24 08:25
729

თბილისში, დღეს - 17 ოქტომბერს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ლაღიძის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, ლევან მიქელაძის და თენგიზ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები