“მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ თითოეული მოქალაქე დღეს არის ქვეყნის მმართველი და მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჭყონიამ განცხადება საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც მან არჩევანი შვილთან - სოფო ჭყონიასთან ერთად გააკეთა.
„დღეს, თითოეული მოქალაქე, თითოეული ამომრჩეველი არის ქვეყნის მმართველი, სწორედ მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, წარმატება და იმიჯი. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს მოქალაქის არჩევანს. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, რა ქვეყანა ვართ ჩვენ. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი არის იმ თანამედროვე შეხედულების თანამოზიარე, რაც არის მსოფლიოში.
ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მომავალს, მე ვირჩევ ევროპას, ვირჩევთ სტაბილურობას, ვირჩევთ კოალიციურ მმართველობას და ახალი მმართველობის სისტემას, რაც ძალიან საინტერესოა. თუ ცვლილება არ მოხდა, ჩვენი მომავალი გაურკვეველია. დღეს ტოტალურ იზოლაციაში ვართ და რატომ გგონიათ, რომ არასწორი არჩევანის შემთხვევაში დაგველაპარაკებიან?! - ეს არა ლოგიკურია. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოს მოქალაქეები და არა მარტო საქართველოსი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი განწყობა აქვს და დარწმუნებულია, რომ საქართველო გაიმარჯვებს.