მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, ცელიაკიის საერთაშორისო დღე აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

ცელიაკიის საერთაშორისო დღე
16.05.25 09:51
471

16 მაისს, ტრადიციულად, წელს უკვე მესამედ, საქართველოში ცელიაკიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.


"საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია“ ("სცეა“), "ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის“ (AOECS) მხარდაჭერით, მაისის თვეში ცნობიერების ამაღლების არაერთ კამპანიას გეგმავს.

დღეს, 15: 00 საათზე საბავშვო ღონისძიება იმართება თბილისში, "თამაშობანას“ მზიურის სივრცეში.

ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. პატარებს ილუზიონისტი და მხატვარი მაგიურ და ლამაზ გართობას მოუწყობენ.

საღამოს ცელიაკიის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა მწვანედ განათდება.

ასევე, ბათუმში განათდება სტადიონი - "აჭარაბეთ არენა.“

ცნობისთვის, ცელიაკია აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა, მაგალითისთვის, ხორბალი, ჭვავი და ქერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანდება ცელიაკიის მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის.

"სცეა“ 3 წლის წინ დაფუძნდა ცელიაკიის მქონე ბავშვების დედების მიერ და წარმატებით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

#ერთადჯანმრთელიმომავლისთვის #სცეა #გლუტენისგარეშე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები