მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასი
11.12.25 08:07
1719

თბილისში, დღეს ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მიზეზი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაა. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეკო შენგელიას, ნინო ჟვანიას, მარაბდის, კეკელიძის, ქობულეთის, შროშის, შატბერაშვილის და მარუხის გმირთა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტალის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ), ავთო ვარაზის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ნინო ზაალიშვილის, თეიმურაზ კაკულიას, ფერმწერთა და ამბერკი ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები