BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი”, რომელიც 25 იანვარს გავიდა BMG-ის სატელევიზიო ეთერში, მთლიანად მაღალტექნოლოგიურ კარდიოლოგიას დაეთმო, ქვეყნის წამყვანმა კარდიოლოგებმა, კარდიოქირურგებმა და არითმოლოგებმა მიაწოდეს მსჯელობა საქართველოს მიღწევებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებს.
გადაცემაში მონაწილეობას იღებდა 11 წამყვანი სპეციალისტი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული თანამედროვე კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის პროცესებში.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის და NewHospitals-ის კადიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა კაციტაძე, ხაზს უსვამს სახელმწიფო ინვესტიციის მნიშვნელობას დარგის განვითარებაში. მისი თქმით, საქართველოში კარდიოლოგია-კარდიოქირურგია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი აქვს სახელმწიფოს სწორად დაგეგმილ ინვესტიციას.
„დღესდღეობით კარდიოლოგია-კარდიოქირურგია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა სახელმწიფო იწყებს ინვესტიციას დარგში. 90-იანი წლების ბოლოდან, 1996-1997 წლიდან, მაშინდელი ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟღერდა ეს ინიციატივა, ჯერ დაიწყო ბავშვთა პროგრამა ჯოენში, შემდეგ გადავიდა დიდების პროგრამაში. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეუძლია სახელმწიფო ინვესტიციას მიიყვანოს დარგი სისტემურ განვითარებამდე, იმიტომ რომ პროგრამის შემუშავებამ გამოიწვია მოთხოვნა, ძლიერი დაფინანსება და კერძო კლინიკების ჩართულობა. სწორედ მათ დაიწყეს დარგის განვითარება. დღეს ახალს ვერაფერს გააკეთებ, თუ ტექნიკურმა პროგრესმა ხელი არ შეგიწყო.” ამბობს ზაზა კაციტაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის და NewHospitals-ის კადიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი.




























