მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო - მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა

მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე გამოუშვეს იმიტომ, რომ დაპირისპირება მოხდეს და თუ ე.წ პრეზიდენტი იგივე მუხლით დაკავებულ სხვა ოპოზიციონერებსაც არ გამოუშვებს, ეს იქნება კიდევ მაგალითი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი კანონმდებლობას პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ხაზარაძე ამბობს, რომ მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მისმა პარტიამ ჯერ კიდევ მისი ციხეში ყოფნის დროს მიიღო.

"დღევანდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, რადგან იცით, რომ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა, გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ბინძური საქციელი, მაშინ, როცა ჩვენი თანამებრძოლები იმავე მუხლით და "დანაშაულისთვის" იხდიან სასჯელს. არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს "ძლიერ საქართველოს". არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მაშინ მივიღეთ, როცა უკვე ციხეში ვიჯექით", - აცხადებს ხაზარაძე.

დღეს, 5 სექტემბერს, "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. შეწყალება ყაველაშვილმა ასე დაასაბუთა: "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები