საქართველომ 2019 წელს საბიუჯეტო დეცენტრალიზაციის კანონმდებლობა მიიღო. კანონით განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ მიიღონ ქვეყანაში მობილიზებული დამატებული ღირებულების 19%.
2019 წელს მიღებული ცვლილებები ბოლომდე ძალაში არ შესულა, რადგანაც 2023 წლის ჩათვლით განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რომლის შემდგომაც ახალი წესი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფო ახალ მოდელზე გადასვლისთვის მზად არ არის და მიზანშეწონილია მისი 2025 წლამდე გადავადება.
ამასთან, სამინისტრო აზუსტებს, რომ გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ პერიოდისთვის, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა დღგ-ის განაწილების სისტემასთან ერთად, საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემაზეც, რათა ქვეყანაში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩეს მუნიციპალურ ბიუჯეტებში, რა პრაქტიკაც არის ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში.
დღეს მუნიციპალიტეტებზე ცენტრალური ხელისუფლება გათანაბრებითი ტრანსფერით ახდენს რესურსების მიმართვას. 2023 წლის ბიუჯეტით გათანაბრებითი ტრანსფერზე 515 მილიონი ლარი, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით კი 516 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
სტუმარი: დავით მელუა - ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საჯარო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;