მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო
10.06.24 15:17
675

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამინდი გაუარესდება, რამაც შესაძლოა სტიქიური პროცესები გამოიწვიოს.

სააგენტოში საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებენ და მოსახლეობას აფრთხილებენ.

„მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები