2030 წლისთვის გლობალური ჩიპების ინდუსტრიის ბრუნვა $1 ტრილიონს მიაღწევს! ნახევარგამტარები XXI საუკუნის „ახალ ნავთობად“ იქცა.
ტექ-ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა აღარ არის სმარტფონები — ახლა თამაშის წესებს გიგანტური მონაცემთა ცენტრები და ხელოვნური ინტელექტი (AI) კარნახობს. სანამ Big Tech გიგანტები (Microsoft, Meta, Alphabet) AI ინფრასტრუქტურაში ასობით მილიარდს ხარჯავენ, ჩიპების მწარმოებლები რეკორდულ მოგებას ნახულობენ.
მაგალითად, AI-ჩიპებზე მოთხოვნის ზრდის გამო, Samsung-ის საოპერაციო მოგება ფენომენალური 1 814%-ით გაიზარდა. ვის ხელში იქნება გლობალური ტექნოლოგიური უპირატესობა მომდევნო წლებში?


































