დღის რიცხვი: 13.6% - სად ხარჯავენ ყველაზე ცოტას ჭამაში და რატომ ვერ ვხვდებით ამ სიაში? Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში მცხოვრები საშუალო ოჯახი საკუთარი ბიუჯეტის 13.6%-ს სურსათში იხდის, ხოლო 23.6%-ს საცხოვრებელსა და კომუნალურ გადასახადებს უთმობს. თუმცა, ამ საშუალო მაჩვენებლის მიღმა ევროპაში ფასებისა და შემოსავლების უზარმაზარი კონტრასტია: ▪️ ყველაზე ძვირი კალათა: შვეიცარიასა (189.2) და ისლანდიაში (183.6) პროდუქტები ევროკავშირის საშუალოზე თითქმის ორჯერ ძვირია 🇨🇭🇮🇸 ▪️ ნომინალურად ყველაზე იაფი: მოლდოვა (57.2), საქართველო (60.6) და რუმინეთი (66.7) 🇲🇩🇬🇪🇷🇴 ▪️ შემოსავლების პარადოქსი: შვეიცარიაში მაღალი ხელფასები ფასებს სრულად აკომპენსირებს (სურსათზე ბიუჯეტის 10-12% მიდის), ხოლო საქართველოში, დაბალი ნომინალური ფასის მიუხედავად, ოჯახები შემოსავლის 30-40%-ს სწორედ კვებაში იხდიან! მთავარი დასკვნა: იაფი ნომინალური ფასი ავტომატურად იაფ ცხოვრებას არ ნიშნავს - მთავარი განმსაზღვრელი მსყიდველუნარიანობა და რეალური შემოსავლებია!






























