მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღის რიცხვი: 1.70 ლარი - რა დარჩა სოციალურად დაუცველის სადილისგან 5-წლიანი ინფლაციის შემდეგ?

BMG-მ საჯარო პოლიტიკოსთა განცხადებებისა და ოფიციალური მონაცემების გადამოწმების პროექტი — Fact Check დაიწყო!

პირველ გადამოწმებულ თემად დედაქალაქის უფასო სასადილოები იქცა, სადაც 42,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის დღიურად გამოყოფილი ბიუჯეტი უკვე 5 წელია 1.70 ლარს არ სცდება. რა აჩვენა BMG Fact Check-მა?

ინფლაციური დარტყმა: ბოლო 5 წელში პური 67%-ით გაძვირდა, კარტოფილი — 46%-ით, კვერცხი და რძე კი — თითქმის 40%-ით. უცვლელი 1.70 ლარის მსყიდველუნარიანობა კატასტროფულად შემცირდა. 📋 ომბუდსმენის დასკვნა: სახალხო დამცველი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს თანხა არასაკმარისია და კვების ერთიანი სტანდარტი დედაქალაქში არ არსებობს .

10.6-მილიონიანი ტენდერები: სამგვერდიან შესყიდვებში 10.6 მლნ ლარის კონტრაქტები უკონკურენტოდ მოიგო კომპანიამ, რომლის დირექტორმაც მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა. შედეგად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებული ფაქტები ოფიციალურ სტატისტიკას სრულად შეესაბამება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები