20 წელი Twitter-ის გაშვებიდან: რევოლუციიდან სრულ ტრანსფორმაციამდე
დღეს, 15 ივლისს, ზუსტად 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში Twitter გამოჩნდა! 2006 წელს, როდესაც დამფუძნებლებმა მომხმარებლებს მხოლოდ 140-სიმბოლოიანი პოსტების წერის უფლება მისცეს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პლატფორმა მსოფლიო პოლიტიკის, ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი აზრის მთავარი არენა გახდებოდა. ორმოცდაოთხმილიარდიანი შესყიდვა, ილონ მასკის რადიკალური რეფორმები, თანამშრომელთა მასობრივი შემცირება და სახელის შეცვლა „X“-ად — დღეს პლატფორმა სრულიად განსხვავებულ რეალობაშია.


































