მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღის რიცხვი: 2,500 ლარი - 2,500-ლარიანი ხელფასი გაქვთ? 2027 წლიდან ბანკი სესხს განახევრებულად მოგცემთ

„ქაღალდზე გავმდიდრდით?“ — ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ დიახ, და ახლა სესხების ლიმიტებს გვინახევრებს!

2027 წლიდან ცენტრალური ბანკი ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პირობებს მკვეთრად ამკაცრებს. თუ დღეს თვეში 1,500-დან 2,500 ლარამდე წმინდა შემოსავალი გაქვთ, ბანკს შეუძლია თქვენი ხელფასის 50% სესხის მომსახურებაზე მიმართოს. 2027 წლის სექტემბრიდან კი ეს ჭერი 25%-მდე მცირდება. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? თუ დღეს 1,500-ლარიანი ხელფასით (3-წლიანი სესხისას) ბანკიდან დაახლოებით 21,650 ლარის გამოტანა შეგიძლიათ — ვთქვათ, მანქანის საყიდლად ან რემონტისთვის — ახალი წესით მაქსიმუმ 10,825 ლარს მოგცემენ. ანუ, ხელმისაწვდომი სესხის მოცულობა ზუსტად ნახევრდება!

რატომ? ეროვნული ბანკის ლოგიკით, ბოლო წლებში ხელფასები გაიზარდა, ამიტომ 1,500-ლარიანი ძველი ზღვარი რეალურ გადახდისუნარიანობას აღარ ასახავს და ხალხი ჭარბვალიანობისგან უნდა დაიცვან. მოკლედ, სანამ სტატისტიკით ვმდიდრდებით, ბანკის კარები საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ოდნავ იკეტება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები