დღის რიცხვი: 28 წელი | $100 000-იდან $4.3 ტრილიონამდე 1998 წელს სტენფორდის სტუდენტებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა მენლო პარკის გარაჟში Google Inc. დააფუძნეს. პირველი $100 000-იანი ინვესტიცია Sun Microsystems-ის თანადამფუძნებელმა, ენდი ბეხტოშაიმმა პრეზენტაციის დასრულებამდე გამოწერა. 28 წლის შემდეგ, გარაჟში დაწყებული ექსპერიმენტი $4.3 ტრილიონად შეფასებულ გლობალურ გიგანტად იქცა, რომელიც დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქის ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციას გადის. ვრცლად Google-ის შექმნისა და ევოლუციის ისტორია!


































