მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღის რიცხვი: 5.9% - „ხინკლის ინდექსი“ და „ეკალათას“ ილუზია;

საინვესტიციო პროდუქტი, რომელმაც გაზის ფიუჩერსებს გადააჭარბა — მისი უდიდებულესობა ხინკალი! (+15%) რომელ აქტივს მოაქვს დღეს 15%-იანი ამონაგები? საქსტატის ოქტომბრის მონაცემები აჩვენებს, რომ რეალური ეკონომიკის ინდექსს ოფიციალური 5.9% კი არა, გასტრონომიული მენიუ ზომავს:

  • ოფიციალური ინფლაცია: 5.9%,
  • ხინკალი რესტორანში: +15% ,
  • ტრანსპორტი & საწვავი: +21.9% (ავტომობილის ექსპლუატაცია +30.3%)
  • ხაჭაპური საცხობში: +11%
  • ბინის ქირა & კომუნალურები: +12.8% / +10.6%
  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება: +11.7%

სატირული რეალობა: სანამ ekatala.gov.ge-ს ვირტუალური ვიტრინები იდეალურ სტაბილურობას გვიხატავს, ერთადერთი "ნუგეში" შაქრის (-3.3%) გაიაფებაა. ანუ, თუ ხორცსა და საწვავზე უარს იტყვით და მხოლოდ შაქრით იკვებებით, ინფლაცია ვერაფერს დაგაკლებთ! თუ რესტორანში სადილს ვეღარ ვწვდებით, ყოველთვის შეგვიძლია მთავრობის პორტალზე პროდუქტების უფასო ფოტოებით დავტკბეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები