მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღის რიცხვი: 99 თეთრი - რა დგას საწვავზე აქციზის შემცირების დებატების მიღმა?

99 თეთრი ბიუჯეტში — რატომ არ იკლებს საწვავის ფასი? იცოდით, რომ 1 ლიტრ 4.08-ლარიან „რეგულარში“ ზუსტად 99 თეთრი (თითქმის მეოთხედი!) პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის? მთავრობა ამბობს, რომ აქციზის განახევრებას „აზრი არ აქვს“, რადგან ფასებს 6 თვის წინანდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნებს. თუმცა ზუსტი გათვლები სულ სხვა რამეს აჩვენებს: აქციზის 50%-ით შემცირება, დღგ-ის გათვალისწინებით, საწვავს 22 თეთრით გააიაფებდა (5.4%-იანი შეღავათი). ეს კი შეანელებდა ინფლაციას და შეაკავებდა სურსათის ჯაჭვურ გაძვირებას. მაშ, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს ამ ბერკეტზე? მიზეზი მარტივია: ბიუჯეტი წლიურად 400-500 მილიონ ლარს დაკარგავდა. უნდა შეამციროს თუ არა მთავრობამ აქციზი ხალხისა და ბიზნესის დასახმარებლად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები