მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#დღისრიცხვი: 105 წელი ანექსიიდან: როცა საერთაშორისო ხელშეკრულების ფასი „ნულამდე“ დავიდა;

105 წელი ანექსიიდან: როცა საერთაშორისო ხელშეკრულების ფასი „ნულამდე“ დავიდა.

დღის რიცხვია 105. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმია შემოვიდა. ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური აქტი — ეს იყო ევროპული ტიპის, განვითარებადი ეკონომიკის იძულებითი ნაციონალიზაცია და ჩაკეტვა. რატომ არის ეს „საქმიანი“ გაკვეთილი? გატეხილი სიტყვა: ოკუპაციამდე სულ რაღაც 9 თვით ადრე, რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა. 105 წლის წინ ვისწავლეთ, რომ ჩრდილოური „გარანტიები“ ყველაზე დაბალლიკვიდური აქტივია მსოფლიოში. შეწყვეტილი პროგრესი: პირველი რესპუბლიკა ატარებდა რეფორმებს, რომლებსაც დღესაც ვნატრობთ; ფასი: 105 წლის წინ დაკარგული თავისუფლების ფასი არა მხოლოდ დახვრეტილი ინტელიგენცია, არამედ დაკარგული 7 ათწლეული და ხელიდან გაშვებული გლობალური შესაძლებლობებია. დღეს, 2026 წლის 25 თებერვალს, ჩვენ ისევ გვიწევს იმის მტკიცება, რომ დამოუკიდებლობა არ არის „მოცემულობა“ — ის არის მთავარი კაპიტალი, რომლის გარეშეც არც ბიზნესი არსებობს და არც მომავალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები