მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#დღისრიცხვი: 1,200-დან 3,35 მილიარდამდე - რა დროს ვხარჯავთ Facebook ის სქროლვაში?!

22 წელი „ტოქსიკურ“ ურთიერთობაში, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს! 2004 წლის 4 თებერვალს ჰარვარდის ერთ პატარა ოთახში "TheFacebook" გაეშვა. პირველი 24 საათი – მხოლოდ 1,200 სტუდენტი. დღეს? 3.35 მილიარდი მომხმარებელი! ეს არის გზა „სტუდენტური ცნობარიდან“ გლობალურ იმპერიამდე, რომელმაც სამყარო შეცვალა.

იცოდით, რომ... ცუკერბერგი დალტონიკია? Facebook ლურჯია, რადგან მარკი სხვა ფერებს ვერ აღიქვამს, ლურჯს კი ყველაზე მკაფიოდ ხედავს. პირველ ლოგოზე ალ პაჩინოს სახე იყო გამოსახული? Like ღილაკის ნაცვლად "Awesome" უნდა დაერქმიათ, თუმცა კონსერვატიზმმა გაიმარჯვა. მარკმა და ედუარდომ სულ რაღაც $1,000 ჩადეს – დღეს კი კომპანია $1.7 ტრილიონზე მეტი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები