ყურსასმენების გარეშეც გესმით ეს ხმა, არა? ყოველ წამში პლანეტაზე დაახლოებით 120 000-ჯერ ისმის ჩვეული „ბიპ“ — ხმა, რომელზეც დღეს მთელი გლობალური ვაჭრობა, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი დგას. 1952 წლის 7 ოქტომბერს ამერიკელმა გამომგონებლებმა სანაპიროზე, ქვიშაზე თითებით დახატული მორზეს ანბანი ვერტიკალურ ხაზებად აქციეს და შტრიხკოდის პირველი პატენტი მიიღეს. დღეს, GS1-ის საერთაშორისო სტანდარტის წყალობით, მსოფლიოში ყოველდღიურად 10 მილიარდზე მეტი შტრიხკოდი სკანირდება.






























