მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#დღისრიცხვი - $1.3 მილიარდი - ონლაინ-რომანტიკის გადაფასება;

$14 მილიარდიდან $1.3 მილიარდად გაყიდვამდე: რა დაემართა Bumble-ს? 2021 წელს, ბირჟაზე გასვლისას, გაცნობის აპლიკაცია Bumble-ი $14 მილიარდად ფასდებოდა, ხოლო მისი დამფუძნებელი, უიტნი ვულფ ჰერდი, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითნაკეთი მილიარდერი ქალი გახდა! დღეს კი ზარალზე მომუშავე პლატფორმა საინვესტიციო კომპანია Ithaca Holdings-მა $1.3 მილიარდად შეიძინა და საჯარო ბირჟიდან გაიყვანა . რა გახდა მიზეზი?

  • „სვაიპების“ კულტურით ახალგაზრდა თაობა გადაიღალა
  • ფასიანი სერვისების გაყიდვა მთელ ინდუსტრიას გაუჭირდა
  • პლატფორმამ თავისი მთავარი ნიშა — „ქალების მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმა“ — გააუქმა ახალი მფლობელები კომპანიის გადარჩენას ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებით გეგმავენ .

ბიზნეს-ინსაითი: უნიკალური ნიშა საკმარისია ხმაურიანი სტარტისთვის, თუმცა მომხმარებლის ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ბიზნესმოდელის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია აუცილებელია!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები