შეიძლება თუ არა ერთმა ადამიანმა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური ბანკი დაამარცხოს? ზუსტად 34 წლის წინ, 1992 წლის 16 სექტემბერს, „შავ ოთხშაბათს“, ჯორჯ სოროსმა დაამტკიცა, რომ ფინანსურ ბაზარზე სახელმწიფო ჰეგემონიაზე მაღლა ობიექტური ეკონომიკური რეალობა დგას. ბრიტანეთის ბანკი ხელოვნურად ცდილობდა გირვანქა სტერლინგის კურსის შენარჩუნებას, სოროსმა კი დაინახა ის, რაც სხვებმა ვერ შეამჩნიეს — ცენტრალურ ბანკს ილუზიის შესანარჩუნებლად რეზერვები არ ეყოფოდა. მხოლოდ ერთ დღეში $10 მილიარდის „შორტით“ სოროსმა 1 მილიარდი ფუნტი გამოიმუშავა, ხოლო ბრიტანეთი იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა.






























