მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#დღისრიცხვი: 1935 - თამაში,რომელმაც ომში სამხედრო ტყვეები გადაარჩინა და დღეს მილიარდებს აგენერირებს!

დღის რიცხვი: 1935 - თამაში, რომელმაც ომში სამხედრო ტყვეები გადაარჩინა და დღეს მილიარდებს აგენერირებს! 1935 წელს ბაზარზე გამოვიდა სამაგიდო თამაში „მონოპოლია“, რომელმაც მსოფლიოს ბაზრის წესებით თამაში ასწავლა, თუმცა მისი ისტორიული ირონია იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველი მიზანი სრულიად საპირისპირო იყო!

ისტორიული ფაქტები „მონოპოლიის“ შესახებ:

  • საპირისპირო იდეოლოგია: თამაში შეიქმნა უძრავი ქონების მონოპოლიზაციის მავნე შედეგების მხილებისთვის, თუმცა ბაზარზე ის კონკურენტების გაკოტრების მთავარ სიმბოლოდ იქცა.
  • საიდუმლო ოპერაცია ომში: მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანულმა დაზვერვამ „მონოპოლიის“ ყუთებში ფარულად ჩამალა რეალური ფული, აბრეშუმის რუკები და კომპასები, რაც ასეულობით სამხედრო ტყვეს გაქცევაში დაეხმარა.
  • ციფრული რეკორდი: დღეს მობილურმა აპლიკაციამ Monopoly GO!

გამოშვებიდან რეკორდულ დროში 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. 300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი და 114 ქვეყანა - ნახეთ დღის რიცხვი 1935 BMG-ის ეთერში!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები