22% გადარჩენისთვის: საქართველო ევროპის ბოლოშია; ევროპის 39 ქვეყნიდან ბოლო — 39-ე ადგილი. Moorepay-ის უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართული სახელმწიფო პენსია ცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს. მაშინ, როცა ლუქსემბურგელი პენსიონერი საკუთარი შემოსავლით საჭიროებებზე ორჯერ მეტს ხარჯავს, ქართველი მოხუცისთვის სიბერე არა დასვენება, არამედ ყოველდღიური „მათემატიკური სასწაულია“. 2026 წლის „ისტორიული“ მატებაც კი — 495 ლარი — ამ 22%-იან მოცემულობას ვერ ცვლის. სანამ მაკროეკონომიკურ რეკორდებსა და 10,000-დოლარიან შემოსავლებზე ვსაუბრობთ, რეალობა უცვლელია: ჩვენი პენსიონერები ევროპის ყველაზე დაუცველ ჯგუფად რჩებიან. როგორ ფიქრობთ, რამდენი ლარია საჭირო იმისთვის, რომ პენსია „გადარჩენის“ რეჟიმიდან „ცხოვრების“ რეჟიმში გადავიდეს?


































