მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#დღისრიცხვი: 24 თვე - სამყარო 800 ვოლტზეა, ჩვენ — „6-მაგ“ გადასახადზე;

სამყარო 800 ვოლტზეა, ჩვენ — „6-მაგ“ გადასახადზე;

სანამ Volkswagen და ჩინური Xpeng სულ რაღაც 24 თვეში რევოლუციურ ელექტრომობილებს ქმნიან, საქართველოში „მწვანე მომავალს“ სულ სხვაგვარად ვხვდებით — ახალი საბაჟო კედლებით. პარადოქსი ციფრებში: გლობალურად: წარმოება ჩქარდება, ინოვაცია ერთიანდება და ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

საქართველოში: 6 წელზე მეტი ასაკის (მაგ. 2018-2019 წ.) 2.0 ძრავის მოცულობის ავტომობილების განბაჟება 1,600-დან 9,000 ლარამდე გავზარდეთ. როცა ევროპული სტანდარტის (Euro 5) ავტომობილს ხელოვნურად აქცევ ფუფუნების საგნად, ეს ეკოლოგიაზე ზრუნვაა თუ ბიუჯეტის ხალხის ჯიბიდან შევსება?

განსაკუთრებით „შთამბეჭდავია“ გადაწყვეტილების მიმღებთა ლოგიკა: თუ ავტოიმპორტის ჩამოშლის გამო ათასობით ადამიანი სამსახურს დაკარგავს — „სხვაგან იშოვიან“. როგორც ჩანს, ჩვენი „ეკონომიკური სასწაული“ სწორედ ამ ცინიკურ „მოქნილობაზე“ დგას.

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეკოლოგიური ეფექტი, როცა ავტოპარკის განახლება 560%-ით ძვირდება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები