მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#დღისრიცხვი: 250.9 ლარი - სახელმწიფოს 'მენიუ' მოქალაქისთვის;

250 ლარი - გადარჩენის კურსი დამწყებთათვის საქსტატმა დათვალა და დაადგინა: დეკემბერში ადამიანს არსებობისთვის 250.9 ლარი ეყოფა. არა, ნოლი არ აკლია. ზუსტად 250 ლარი. მოდით, გავშიფროთ ეს „ეკონომიკური სასწაული“: კვება: ძირითადად პური, ცოტა ლობიო და ხორცის სუნი. (2300 კალორია, რომ ფეხზე იდგეთ). ყველაფერი სხვა: მეთოდოლოგიით, კომუნალურებზე, ტრანსპორტზე, წამლებსა და ტანსაცმელზე თვეში 75 ლარი უნდა გეყოთ.

კითხვა: თქვენი ზამთრის კომუნალური გადასახადი რამდენია? 75 ლარში ეტევით? თუ კი, გთხოვთ, გაგვიზიარეთ საიდუმლო. თუ არა — მაშინ როგორ ითვლის სახელმწიფო ამ ციფრს?

პ.ს. შედარებისთვის: ეს თანხა (250₾) ჩინოვნიკის ერთი „კარგი სადილის“ ან მისი ჯიპის ნახევარი ავზის ფასია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები