1918 წლის 26 მაისს საქართველომ აირჩია თავისუფლება, რომელიც ვერც ოკუპაციამ და ვერც დრომ ვერ წაშალა. თავისუფლება არ არის ფინიშის ხაზი — ის ყოველდღიური არჩევანი და უწყვეტი ბრძოლაა.
საფრთხეები ფორმას იცვლის, მაგრამ შინაარსი უცვლელია: ამ გზაჯვარედინზე სუვერენიტეტი ფუფუნება კი არა, გადარჩენის ერთადერთი ფორმულაა. ესტაფეტა დღეს ჩვენს ხელშია. ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს სრულდება.


































