სომხეთი — ერი, რომელიც გეოგრაფიულ საზღვრებში ვეღარ ეტევა მსოფლიოში არსებული 11 მილიონი სომეხიდან ისტორიულ სამშობლოში მხოლოდ 3 მილიონი ცხოვრობს, 8 მილიონი კი — საზღვრებს მიღმაა გაფანტული. ეს არის უნიკალური დემოგრაფიული პარადოქსი: სახლის გარეთ 3-ჯერ მეტი ადამიანია, ვიდრე შიგნით. საუკუნოვან გეოპოლიტიკურ შოკებს ერმა ძლიერი იდენტობით უპასუხა, ეკონომიკურად კი დიასპორა ქვეყნის მთავარ ფისკალურ ზურგად იქცა — ფულადი გზავნილები სომხეთის მშპ-ს 10%-ს შეადგენს.
დღეს, როდესაც ერევანი დასავლეთისკენ მკაფიო პივოტს ახორციელებს, მთავარი ნაციონალური კითხვა მაინც ღიაა: შეძლებს სახელმწიფო ერის სამშობლოში დაბრუნებას, თუ „სახლი“ ისევ საზღვრებს მიღმა დარჩება?


































