$3,995 — დღის რიცხვი 1983 წლის 13 ოქტომბერს, ჩიკაგოში მსოფლიოში პირველი კომერციული მობილური ქსელი ჩაირთო! პირველი ტელეფონი, Motorola DynaTAC 8000X, თითქმის 1 კილოგრამს იწონიდა, ელემენტის სრულად დასატენად 10 საათი სჭირდებოდა და საუბარი მხოლოდ 30 წუთი შეგეძლოთ . მისი ფასი კი $3,995 იყო (რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს $12,000-ს აღემატება! ). მიუხედავად ამ კოლოსალური ფასისა და მოუხერხებლობისა, ამ „აგურის“ შეიძენად რიგები წლობით იყო გაწელილი! "ინოვაციის პირველ ეტაპზე მომხმარებელი ყიდულობს არა სრულყოფილ პროდუქტს, არამედ სტატუსსა და მომავლის ნაწილად ყოფნის ემოციას.






























