46,241%-იანი აფეთქება: 10 მანქანიდან 129 მილიონ დოლარამდე! როდესაც ომი იწყება, სავაჭრო გზები მიმართულებას მომენტალურად იცვლიან. საქსტატის ახალი მონაცემებით, საქართველოდან ირანში ავტოექსპორტი ისტორიულ პიკზეა — 8 თვეში 129 $მლნ-ის 7,360 ავტომობილი გავიდა. შარშან ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 10 მანქანა იყო!
რა მოხდა? ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების გამო ირანის საზღვაო გზები ჩაიკეტა. შექმნილი დეფიციტი კი ქართულმა ბაზარმა მომენტალურად შეავსო. ირანი უკვე მე-3 ადგილზეა ყირგიზეთისა და ყაზახეთის შემდეგ!
სად არის რისკი? სანქცირებული ირანის მიმართულებით ასეთი ბუმი დანის პირზე სიარულია — მოკლევადიან მოგებასთან ერთად, დასავლური სანქციების რისკებიც იზრდება.
და რა ხდება შიდა ბაზარზე? სანამ ქართველი ავტოდილერები გლობალურ შტორმებში ლავირებენ, სახლში 6 წელზე უფროს მანქანებზე აქციზის გასამმაგებით „ეკოლოგიურ სამოთხეს“ ვაშენებთ. შედეგი? მოსახლეობამ ახალი მანქანები ვერ იყიდა, შესაბამისად ძველი 20 წლის ავტოპარკის შეკეთებაზე გადავიდა.






























