უკიდურესი სიღარიბიდან $450 მილიონამდე — როგორ აქცია ვან გოგმა ხელოვნება მილიარდერების საყვარელ „ვალუტად“? ზუსტად 28 წლის წინ, Christie’s-ის აუქციონზე, ვინსენტ ვან გოგის „უწვერო არტისტის პორტრეტი“ $71.5 მილიონად გაიყიდა. მხატვარმა, რომელმაც სიცოცხლეში მხოლოდ ერთი თუ ორი ნახატი გაყიდა, სიკვდილის შემდეგ გლობალური ფინანსური რეკორდები დაამხო! რატომ იხდიან ინვესტორები ასეულობით მილიონს? 💸 $450.3 მლნ — ლეონარდო და ვინჩის „სალვატორ მუნდი“ $300 მლნ — ვილემ დე კუნინგის „ინტერჩეინჯი“ 🃏 $250+ მლნ — პოლ სეზანის „ბანქოს მოთამაშეები“ მიზეზი მარტივია: ფულისგან განსხვავებით, შედევრების „დაბეჭდვა“ შეუძლებელია, ინფლაციისა და კრიზისების დროს კი ხელოვნება კაპიტალის გადარჩენის საუკეთესო გზაა.






























