მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#დღისრიცხვი: 9 აპრილი - ტრაგედიიდან სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობამდე;

რიცხვი, რომელმაც ისტორია შეცვალა: 9. 1989 წელს კრემლმა გადაწყვიტა, საქართველოში თავისუფლების იდეა სასანგრე ნიჩბებითა და გაზით ჩაეხშო. ფასი უმძიმესი იყო — 21 დაღუპული გმირი. თუმცა, იმპერიის ეს სისხლიანი „ინვესტიცია“ სრული კრახით დასრულდა. ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედია ტრიუმფად იქცა და საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღადგინა. სისტემამ, რომელმაც მშვიდობიანი აქცია დაარბია, საკუთარი დეფოლტი გაიფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები