<90% — ანუ როგორ გამოვაცხოთ „იმედ-ჭაპური“, სანამ საერთაშორისო აუდიტორები ჩვენს დახლებზე მარჟებს ითვლიან, ჩვენ გადავწყვიტეთ ბოლო 10 წლის „სასურსათო ევოლუციას“ (ან ინფლაციურ დრამას) გადავხედოთ. საქართველოს სამომხმარებლო კალათაში 92 პროდუქტია, მაგრამ დღეს ჩვენს სუფრაზე „განუყრელი მეგობრები“ — პური და ყველი არიან. ისტორია ციფრებში (2016 vs 2026): პური (+99%): * 2016 წელს: 10 ლარით „პურის მაგნატი“ იყავით — 18 პურს იყიდდით და საღეჭი რეზინის ხურდაც დაგრჩებოდათ. ერთი პური სულ რაღაც 55 თეთრი ღირდა. 2026 წელს: იგივე 10 ლარი მხოლოდ 8 პურზე თუ გყოფნით. ხურდა? ის ისტორიას ჩაბარდა. იმერული ყველი (+85%): 2016 წელს: 10 ლარად 1.2 კგ კარგ ყველს მოიტანდით. ხაჭაპურიც ბარაქიანი გამოდიოდა. 2026 წელს: 10 ლარი მხოლოდ 600 გრამზე (ნახევარ კილოზე ოდნავ მეტზე) გყოფნით. შედეგი? ასე დაიბადა „იმედ-ჭაპური“ — ახალი ქართული ფენომენი, სადაც ცომი სქელდება, ყველი თხელდება, დანაკლისს კი „იმედით“ ვავსებთ, რომ შემდეგში მაინც აღარ გაძვირდება. P.S. სანამ „იმედ-ჭაპურებს“ ვაცხობთ, შემდეგ გადაცემაში ვნახოთ, რა ბედი ეწია „ტყუილი სუპის“ ინგრედიენტებს. იქნებ ისიც ფუფუნების საგანი გახდა?


































