მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DGN Consulting - საქართველოს ბაზარზე

დგნ
26.09.24 10:32
483

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია DGN Consulting-ი, რომელიც უკვე 7 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, კლიენტებს მათზე მორგებული მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს.

როგორც DGN Consulting-ის მენეჯმენტში აცხადებენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია არსებითად გაიზარდა და ახალი მიმართულებები დაიმატა.

„DGN-ის მთავარი უპირატესობაა კლიენტზე მორგებული მომსახურება, რის ფარგლებშიც კომპანია იღებს მომსახურებას მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მის საოპერაციო საქმიანობას სჭირდება და ეხმარება როგორც ბიზნესის განვითარებაში, ასევე დროისა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციაში“, - აცხადებენ კომპანიაში.

DGN Consulting-ი კლიენტებს შემდეგ სერვისს სთავაზობს:

- მიმდინარე საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას;
- მთავარი ბუღალტრის აუთსორსინგს;
- სახელფასო აღრიცხვასა და რეპორტინგს;
- ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგს;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურებას;
- ბიზნეს გეგმის მომზადებას;
- საგადასახადო აუდიტსა და საგადასახადო დაგეგმვას.

DGN-ი დაკომპლექტებულია საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული კვალიფიციური და სანდო სერვისი მიაწოდოს.

კომპანია მომსახურებას უწევს არაერთ საერთაშორისო კომპანიას და კლიენტებს კომპლექსურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ასევე ეხმარება საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მსურველ კომპანიებს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც მათ საქართველოს ბაზარზე ეფექტიან ოპერირებას განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები