მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

DHL-ს საქართველოს დერეფნის გამოყენებით ტვირთების გადაზიდვა რამდენიმე მიმართულებით სურს

580f510c75755
BM.GE
25.10.16 16:30
2764
DHL -ს საქართველოს დერეფნის გამოყენებით ტვირთების გადაზიდვა რამდენიმე მიმართულებით სურს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" DHL-ის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ საპანაძემ განუცხადა, ლოგისტიკური მიზნებისთვის ნებისმიერი დერეფანია საინტერესო.

"საქართველო საკმაოდ ლიბერალურ სისტემას სთავაზობს და თავისთავად ჩვენი კონცერნიც დაინეტრესებულია ტვირთების ჩვენი ქვეყნის გავლით გადასატანად, თუმცა არის კონკურენტული მარშრუტებიც. რამდენიმე გადაზიდვა უკვე შესრულებულია და არსებობს რამდენიმე მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, ასევე არის ჩინეთიდან თურქეთის მიმართულება", - ამბობს საპანაძე. კონკურენტებს შორის კი ჩრდილოეთის მარშრუტს ასახელებს. მისივე თქმით ინფრასტრუქტურისა და ტარიფების კუთხით სამუშაო კვლავ ბევრია.

მისი თქმით, DHL რამდენიმე მიმართულებით განიხილავს ტვირთის გადაზიდვას, მათ შორის თურქეთის მიმართულებითაც, ამიტომ ელის ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის გახსნას.

"დროისა და საფასურის მიხედვით საქართველო შეიძლება ჩაითვალოს პრიორიტეტულ ქვეყნად დერეფნის კუთხით, თუმცა ინფრასტრუქტურას სჭირდება განვითარება, ტარიფებია დასახვეწი და ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ გადავჭრათ ეს პრობლემები", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები