დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის დაავადების მართვის გამარტივება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იყო. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დიაბეტის მართვის თანამედროვე სამედიცინო მიღწევებსა და ინოვაციურ მიდგომებზე იმსჯელეს. მათ შორის, მოხსენებით წარდგა ესტონეთის ტარტუს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი ალექსანდრ პეეტი. ღონისძიებას ბავშვთა ენდოკრინოლოგები, პედიატრები, დიაბეტის მქონე ბავშვები და მოზარდები, ასევე მათი მშობლები ესწრებოდნენ.






























