მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაგონალური კუმულაცია - ახალი შესაძლებლობა სამშენებლო მასალების სექტორში

BM.GE
01.03.23 11:47
219
თურქეთს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2021 წლის აპრილში დიაგონალური კუმულაცია ამოქმედდა. ამ შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელია თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. ამ შეთანხმების პირველი ბენეფიციარი ტექსტილის სექტორი იყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 2.6 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია უკვე გავიდა დიაგონალური კუმულაციით ევროკავშირში.

პერსპექტიულ სექტორებს შორისაა სამშენებლო მასალების წარმოება. აქ ნედლეული ძირითადად იმპორტირებულია. დიაგონალური კუმულაციით კი მწარმოებლებს გაუჩნდათ დიდი პერსპექტივა წარმოებები გაიზარდონ და გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე. რამდენად ისარგებლა ბიზნესმა ამ შესაძლებლობით და როგორ ვითარდება სამშენებლო მასალების დარგი საქართველოში?

სტუმარი: მარიამ ცაიშვილი - სამშენებლო მასალების კლასტერის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები