მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და EU-ს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები

BM.GE
12.09.22 10:20
562
2021 წლის 29 აპრილიდან, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი. დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭეს კერძო სექტორის მხარდაჭერას, დიაგონალური კუმულაციის გზით სარგებლის მიღების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს ჩართულობით, დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობების კომპლექსური კვლევა ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისებისთვის ყველაზე პერსპექტიული სექტორებისა და ღირებულებათა ჯაჭვების გამოვლენა; ასევე, კვლევითმა ჯგუფმა გააანალიზა ევროკავშირის ქვეყნებში თურქული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლები და შეიმუშავა კონკურენტუნარიანი პროდუქტების სია, რომლებიც შეირჩა სპეციალურად კვლევისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. 

დეტალური პრეზენტაცია რა პოტენციალი აქვს ორ ქვეყანას შორის ამ ფომით სავაჭრო ურთიერთობას შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა.

სტუმრები: მარიამ გაბუნია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
მიხეილ ჯანელიძე - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის უფროსი კონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია PMCG;
მარიამ ცაიშვილი - საქართველოს სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯერი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები