3 წელია საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია მოქმედებს. მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული პროდუქცია ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანოს. რომელი სექტორები სარგებლობენ დიაგონალური კუმულაციით და რა ხელისშემშლელი ბარიერები არსებობს ამ პროცესში, ელენე გოგბერაშვილმა მოიკითხა შეთანხმებიდან სამი წლის თავზე, ვის, რა პროდუქცია გააქვს ევროკავშირში ექსპორტზე დიაგონალური კუმულაციით.